მინაელასტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:36, 17 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მინაელასტი – რულონური დნობადი საბურულე და ჰიდროსაიზოლაციო მასალა. გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულების შენობების საბურულე ხალიჩის მოსაწყობად, აგრეთვე საძირკვლების, ხიდების, გვირაბების ჰიდროსაიზოლაციოდ. ინარჩუნებს ელასტიკურობას –25°C, თბომედეგობას კი +100°C ტემპერატურამდე. შედგება არალპობადი საფუძვლისა (მინის ტილო, კომბინირებული ქსოვილი, მინის ქსოვილი, პოლიესთერი) და ზედაპირზე ორმხრივად დატანილი მოდიფიცირებული პოლიმერ-ბიტუმის შემკვრელისაგან. მონტაჟის დროს დნება პროპანის ან დიზელის სანთურით და მჭიდროდ ეწებება ჰორიზონტალურ, დახრილ და ვერტიკალურ ზედაპირებს, რომლებიც დამზადებულია უწვი მასალისაგან (ცემენტ-ქვიშის მოჭიმვა, მინერალური ბამბის მათბუნებელელი და სხვ.).