აზურიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:19, 18 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აზურიტი – (შუა ინგლ. asur აღნიშნავდა ლურჯ საღებავს < ძვ. ფრანგ. asur, azur აღნიშნავდა ფერს < შუასაუკუნ. ლათ. azzurum, azolum ლურჯი ფერი < არაბ. lāzaward ლილაქვა < სპარს. lāzhuward მუქი ლურჯი ქვა, ლილაქვა; მუქი, კაშკაშა ლურჯი ფერი), მუქი ლურჯი ფერის, საკმაოდ რბილი და მყიფე, ჩვეულებრივ გაუმჭვირვალე (იშვიათად ნახევრად გამჭვირვალე თხელი კიდეებით), ფართოდ გავრცელებული სპილენძის მინერალი, ე.წ. „სპილენძის ლაჟვარდი“ ქიმიური ფორმულა: Cu3(CO3)2(OH)2. გამოიყენება სპილენძის გამოსადნობად, ლურჯი საღებავისა და შაბიამნის დასამზადებლად და სხვა; სანახელავო ქვა.