ანჰიდრიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:20, 18 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანჰიდრიტი – (ბერძ. ánȳdros უწყლო) კალციუმის სულფატი, რომლის წყალთან შეერთებით მიიღება თაბაშირი. ნაცრისფერი, თეთრი, რუხი, მოწითალო, მოცისფრო, მოიისფრო, გამჭვირვალე, ზოგჯერ მღვრიე ფერის მინერალი. თანაარსებული მინერალები: თაბაშირი, ჰალიტი, სილვინი. ანჰიდრიტი გამოიყენება გოგირდმჟავას მისაღებად და საშენ მასალად. საბადოები: გერმანიაში, რუსეთში, უკრაინაში, საქართველოსა და სხვ.