სერიციტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:21, 18 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერიციტი

სერიციტი (ეპისერიცითი, ლეპიდომორფიტი) – (გერმ. sericite < შუა-საუკ. ლათ. sēricus ჩინური აბრეშუმი < ბერძ. sērikón აბრეშუმი < sērikós აბრეშუმისებრ მბრწყინავი), მინერალ მუსკოვიტის წვრილმარცვლოვანი ბოჭკოვანი სახესხვაობა, წარმოქმნილი მინდვრის შპატის ცვლილებით ფიქლებსა და ჰიდროთერმულ ქანებში. ძნელდნობადი მინერალი. არ იხსნება მჟავებში. ძლიერი გაცხელებით (წითელ ფერამდე) იშლება. კვარცთან შეზრდილი სერიციტი მეტად ძვირფასი მასალაა ფაიფურის წარმოებაში. გამოიყენება მშენებლობაში, როგორც მოსაპირკეთებელი მასალა შენობის ინტერიერებისა და ესტერიერების გასაფორმებლად.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები