ფოსტერიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:24, 18 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფოსტერიტი (ინგლ. Forsterite სახელი ეწოდა ინგლისელი კოლექციონერის იაკობ ფორსტერის (1739-1806 წწ.) სახელის მიხედვით) – ოლივინის ჯგუფის მწვანე ფერის, გამჭვირვალე ან ნახევრადგამჭვირვალე მინერალი, მაგნიუმის სილიკატი. ფორმულა – Mg2SiO4; სიმკვრივე – 3275 კგ/მ3. ძირითადად გამოიყენება ცეცხლგამძლე აგურის დასამზადებლად, მისი ძვირფასი ნაირსახეობა (ქრიზოლითი) – საიუველირო საქმეში.
