ბადელეიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:27, 18 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბადელეიტი − (ინგლ. Baddeleyite < ინგლისელი გეოლოგის ჟოზეფ ბადელის სახელის მიხედვით, უბრალო ოქსიდების ქვეკლასის მინერალი, ცირკონიუმის ორჟანგი. აპატიტებისა და მაგნეტიტების საბადოს ტიპური წარმომადგენელი. ქიმიური ფორმულა – ZrO2; დნობის ტემპერატურა – 2700°C; ფერი: უფერო, ყვითელი, მწვანე, მოწითალო-ყავისფერი, ყავისფერი, შავი. გამოიყენება ნედლეულად კერამიკულ მრეწველობაში, აგრეთვე ცეცხლგამძლე საშენი მასალების წარმოებაში.