მაგნეტიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:53, 18 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მაგნეტიტი − (ბერძ. Magnēs lithos ქვა მაგნეზიიდან < საბერძნეთის ისტორიული რეგიონის – თესალიას რაიონ მაგნესიას სახელის მიხედვით), მაგნიტური თვისებების მქონე, რკინისებრ შავი, შპინელის ჯგუფის მინერალი. გვხვდება მკვრივი მასების, ოქტაედრებისა და რომბოდოდეკაედრის ფორმის კრისტალების სახით. ძლიერ მაგნიტურია პარაგენეტული მინერალები: ილმენიტი, ჰემატიტი, პირიტი, პირონიტი, გალენიტი, სფალერიტი, ქალკოპირიტი და სხვ. ფართოდ გამოიყენება ტექნიკაში