მოასფალტება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:31, 19 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მოასფალტება – საავტომობილო გზების, ქუჩების, მოედნების, აეროდრომებისა და მისთ. დაფარვა ცხელი, თბილი ან ცივი ასფალტბეტონით. მოასფალტება მიმდინარეობს ერთ ან ორ ფენად: 4-6 სმ სისქის ქვედა ფენას აგებენ მსხვილმარცვლოვანი ნარევისაგან (მარცვლების ზომა 15-35 მმ), 3-4 სმ სისქის ზედა ფენას კი – წვრილმარცვლოვანისგან (მარცვლების ზომა < 15 მმ-ზე). დიდი მოცულობის სამუშაოებს აწარმოებენ ასფალტსაგები მანქანებით, ხოლო მცირე სამუშაოებს – ხელის საგორავების გამოყენებით.