მურყანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მურყანი

მურყანი – თხმელა, (ლათ. Alnus) მცენარეთა გვარი არყისებრთა ოჯახისა. 30-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, სამხრეთ ამერიკასა და ჩრდილოეთ აფრიკაში – ალჟირში. საქართველოში 2 სახეობაა: შავი (სიმაღლით 30-38 მ) და ნაცარა (სიმაღლით 15-18 მ). გავრცელებულია ყველგან, გარდა ჯავახეთისა. იზრდება დაბლობ ადგილებში, თუმცა ზოგჯერ მთის ტერასებზეც გვხვდება ზღვის დონიდან 1800 მ სიმაღლემდე. ჭაობიან, ეწერ ნიადაგზე ქმნის ტყეს – მურყნარს. სინათლის, ტენისა და ნაწილობრივ სითბოს მოყვარულია. იზრდება სწრაფად. რბილი, ღია მოწითალო, მყიფე მერქანი აქვს. ცოცხლობს 50-60 წელს (იშვიათად 100 წელსაც). მურყანის მერქანი არ გამოირჩევა სიმტკიცით, მაგრამ ერთგვაროვანი აგებულება აქვს, რაც აადვილებს მის დამუშავებას. კარგად ძლებს წყალქვეშ, ამიტომ გამოიყენება მცირე ზომის წყალქვეშა ნაგებობებში. მისი ნახშირისაგან წარმატებით ამზადებენ სანადირო დენთს. მერქანს ხმარობენ ელექტროგიტარების კორპუსის დასამზადებლად, ასანთის, ქაღალდის, ფანერის, ტარის წარმოებაში, სადურგლო და სახარატო საქმეში და სხვ. მშენებლობაში ნაკლებად გამოიყენება.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები