იმერული მუხა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:53, 24 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
იმერული მუხა – ტანმაღალი, 25-30 მ-მდე სიმაღლის ფოთლოვანი ჯიშის ხე, გაშლილი ვარჯით. გავრცელებულია მხოლოდ საქართველოში (აფხაზეთი, სამეგრელო, იმერეთი, გურია, აჭარა, ქვემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი). ჩრდილის ამტანი და ტენის მოყვარული ჯიშია. ძლიერი ფესვები აქვს და ამიტომ ქარგამძლეა. იზრდება ღრმა თიხიან და წითელმიწა გაეწერებულ ნიადაგებზე. იმერული მუხის მასივები უფრო მეტად შემონახულია ქუთაისისა და ბაღდათის რაიონებში; ძელქვასთან ერთად იგი დაცულია აჯამეთის ნაკრძალში. დეკორატიულ მცენარედ აშენებენ ბოტანიკურ ბაღებში. გამოსადეგია დასავლეთ საქართველოში ტყის გასაშენებლად. თვისებებით ჩამოჰგავს ქართულ მუხას.