ზედნაშენი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:12, 26 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ზედნაშენი - დახურული ნაგებობა ზემო გემბანზე, სიგანეზე გადაჭიმულია ბორტიდან ბორტამდე ან ორივე ბორტისგან დაცილებულია გემის სიგანის არაუმეტეს 0,04ის მანძილზე. გემბანზედა ანალოგიურ ნაგებობებს, რომლებიც ბორტებიდან უფრო დიდ მანძილზეა დაშორებული, ჯიხურები ეწოდება.