ფარული საცეცხლე წერტილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:51, 26 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფარული საცეცხლე წერტილი - ნაგებობა 1–2 ტყვიამფრქვევით, რომელიც განკუთვნილია მოწინააღმდეგის ტანკების უკან მოძრავ ქვეითებზე უეცარი ცეცხლის გასახსნელად.
ფარულ მდგომარეობაში იგი მიწის დონეზე მაღლა არ მდებარეობს. საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანა და უკან დაბრუნება ხორციელდება რამდენიმე წამში.