ლიუნეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:56, 26 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლიუნეტი – ზურგიდან ღია საველე ან გრძელვადიანი თავდაცვითი ნაგებობა, რომელსაც XVII-XX საუკუნეების დასაწყისში თავდაცვითი პოზიციების მნიშვნელოვან მონაკვეთებზე აგებდნენ. ზურგის მხარე დაფარული იყო სპეციალურად გამოყოფილი რეზერვის მიერ. შედგებოდა ფრონტალური და გვერდითი მიწაყრილებისგან. ლიუნეტის გარნიზონი 1-4 ასეულისგან შედგებოდა.