საყოფაცხოვრებო მომსახურების ნაგებობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:43, 29 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საყოფაცხოვრებო მომსახურების ნაგებობა − ნაგებობა ან ნაგებობათა კომპლექსი მოსახლეობის მომსახურებისათვის, როგორიცაა: ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კერვა და რემონტი; საფეიქრო-საგალანტერიო, ქუდების, ტრიკოტაჟის ნაწარმის, ტყავის, ლითონნაკეთობების, ელექტროხელსაწყოების, რადიოაპარატურის, ტელევიზორების, ფოტოაპარატების, კომპიუტერების და მისთ. რემონტი; ტანსაცმლის ქიმწმენდა, განახლება, დაუთოება და სხვ. მათ შემადგენლობაში შედის აგრეთვე საპარიკმახეროები, სამრეცხაოები, ლომბარდი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი და მრავალი სხვა ობიექტი.