ნაგებობათა მდგრადობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:17, 29 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნაგებობათა მდგრადობა – ნაგებობის ან მისი რომელიმე მზიდი ელემენტის უნარი დატვირთვის ქვეშ შეინარჩუნოს ფორმა და წონასწორობა. მდგრადობის შესანარჩუნებლად საჭიროა ჩატარდეს ნაგებობის გაანგარიშება გადაყირავებასა და ძვრაზე, ხოლო შეკუმშული ელემენტის – გრძივ ღუნვაზე, ანუ მდგრადობაზე კუმშვის ძალის ზემოქმედების შედეგად საწყისი სწორხაზოვანი ფორმის შენარჩუნებაზე, კრიტიკული ძალისა და მარაგის კოეფიციენტის გათვალ-ისწინებით.