სოლყავარი – მერქნისგან (ნაძვი, ფიჭვი, ვერხვი, ლარიქსი) დამზადებული სოლისებრი ფიცარი, რომელსაც სქელი ნაწიბურის გასწვრივ აქვს ნარანდი. ბურულის მოწყობის დროს ერთი ფიცრის ვიწრო პირი ჩაიდგმება მეორეს კილოში. გამოიყენება ბურულების მოსაწყობად სასოფლო მშენებლობაში.
წყარო
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი