ნიდლტრუზია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:29, 31 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნიდლტრუზია – კომპოზიტური არმატურის გამოწელვა (წაგრძელება) პოლიმერიზაციული კამერის გავლით ფილერების გამოყენების გარეშე. ამ ტექნოლოგიის დროს ხდება არმატურის ზედაპირზე შემკვრელში გაჟღენთილი ბოჭკოს დახვევა, რაც უზრუნველყოფს მზა ნაკეთობის რელიეფური ზედაპირის მიღებას. ნიდლტრუზიული მეთოდით მომუშავე ტექნოლოგიური ხაზის მწარმოებლობა ბევრად აჭარბებს პულტრუზიული დანადგარის მწარმოებლობას და შეადგენს 120 მ/სთ.