ფეროვანადიუმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:20, 31 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფეროვანადიუმი (ლათ. ferrum რკინა და თანამედროვე ლათ. Vanadium < ძველსკანდინავიური Vanadis < სკანდინავიელი სილამაზისა და ნაყოფიერების ქალღმერთ ფრეიას სახელის მიხედვით) – რკინის შენადნობი ვანადიუმთან, რომელშიც შედის: 35-45% ვანადიუმი, 1-3% სილიციუმი, 0,5-1,5% ალუმინი და დანარჩენი რკინა მინარევებით. მიიღება სილიკოთერმული ან სილიკოალუმინთერმული მეთოდით ვანადიუმის ხუთჟანგის სილიციუმით აღდგენით. გამოიყენება შავ მეტალურგიაში ფოლადის, შენადნობებისა და თუჯის ლეგირებისათვის წვრილკრისტალური სტრუქტურის მისაღებად.