ფექრალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:22, 31 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფექრალი (რკინაქრომალუმინი) – საერთო დასახელება მხურვალმედეგი შენადნობებისა რკინის საფუძველზე, რომელიც შეიცავს ქრომსა და ალუმინს, რომლებშიც შეთავსებულია მხურვალმედეგობა მაღალ კუთრ ელექტროწინაღობასთან. მზადდება უმეტესად მავთულისა და ლენტის სახით. გამოიყენება, როგორც ნიქრომის შემცვლელი წინაღობის ელემენტების დასამზადებლად, რომელთა მუშაობის ტემპერატურა არ აღემატება 1000°C.