ნიტრიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:05, 31 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნიტრიდი (ბერძ. nítron სოდა და -oeidēs მსგავსი, მსგავსება, ფორმა < eîdos სახე, ფორმა) – აზოტის ნაერთი ელექტროდადებით ელემენტებთან, უმთავრესად ლითონებთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბორის ნიტრიდი. ნიტრიდებისთვის დამახასიათებელია მაღალი ქიმიური მდგრადობა, ელექტრო- და თბოგამტარობა, სიმტკიცე და სხვ.