ანტიდოტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:06, 31 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანტიდოტი (ბერძნული antidoton – საწინააღმდეგოდ მისაცემი) – სამკურნალო საშუალება ადამიანის ორგანიზმზე ტოქსიკური ზეგავლენის აღმოფხვრის ან პროფილაქტიკის მიზნით. მოქმედების ხასიათის მიხედვით ანტიდოტი შეიძლება იყოს უნივერსალური – ყველა მომწამლავი ნივთიერების საწინააღმდეგო (სორბიტები, კერძოდ აქტივიზებული ნახშირი), აგრეთვე სპეციფიკური – გარკვეული ჯგუფის ან კონკრეტული სახის მომწამლავი ნივთიერების საწინააღმდეგო. ასეთებს მიეკუთვნება ატროპინი, ტექსოგონინი – ფოსფორორგანული მომწამლავი ნივთიერებისგან; ამილიტრიტი, ნატრიუმის ნიტრიტი – ციანიდებისგან.