ნორია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:58, 31 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნორია − (ესპ. noria < არაბ. наора წყალსაქაჩი), უწყვეტი მოქმედების ამწევი მოწყობილობა – დაუსრულებელი ჯაჭვი ან ლენტი, რომელზეც ჩამოკიდებულია ჩამჩები, დოქები, სათლები და მისთ. განკუთვნილია სითხეებისა და ფხვიერი მასალების გადასაზიდად 25 მეტრამდე სიმაღლეზე. იყენებენ ასევე წყლის ასაზიდად მცირე აკვედუკებში, მოსარწყავად ან სხვა მიზნებისთვის.