აკაპელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:05, 28 მარტი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აკაპელა - (იტ. acappella) მრავალხმიანი საგუნდო ნაწარმოები, რომელიც სრულდება მუსიკალურ საკრავთა თანხლების გარეშე.
აკაპელა ჩამოყალიბდა შუა საუკუნეების მიწურულს საკულტო პოლიფონიაში. ქართული ხალხური საგუნდო სიმღერა უპირატესად აკაპელით სრულდება. ქართულ პროფესიულ მუსიკაში იგი XX ს. 10-იან წლებში მკვიდრდება (ნ. სულხანიშვილის საგუნდო ნაწარმოებები).
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")