ზევსის ტაძარი (ათენი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:05, 1 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზევსის ტაძარი, რეკონსტრუქცია

ზევსის ტაძარი − (ინგლ. Temple of Olympian Zeus), ძველი საბერძნეთის უდიდესი ტაძარი ათენში, აკროპოლიდან 500 მეტრში, რომელიც შენდებოდა ძვ. წ. VI – ახ. წ. II საუკუნეებში. მისი აგება დაიწყო ძვ. წ. 515 წელს ძველი ათენის მმართველის, პისისტრატეს ტირანიის დროს. მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მისი დასრულება ვერ მოხერხდა ახალი წელთაღრიცხვის 132 წლამდე, იმეპრატორ ადრიანეს ეპოქამდე. 104 სვეტი, თითოეული სიმაღლით 17 მ, დამზადებული იყო პენტელიკონის მარმარილოსგან, რომელთა ზომების მიხედვით შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ტაძრის სიგრძე და სიგანე უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, დაახლოებით 96 და 40 მ. ათენელებმა იმპერატორ ადრიანეს პატივსაცემად ახ. წ. 131 წელს იმავე პენტელიკონის მარმარილოსაგან ააგეს თაღოვანი კარიბჭე ტაძრის ეზოს შემომზღუდავი კედლის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. ამ თაღზე შემორჩენილია ორი წარწერა. ერთი მათგანი გვამცნობს: „ეს არის ათენი, თეზევსის (თესევსის) უძველესი ქალაქი”; მეორეზე კი იკითხება: „ეს არის ადრიანეს ქალაქი და არა თეზევსისა”. ამჟამად ტაძრის მხოლოდ 15 კორინთული სვეტია შემორჩენილი, რის გამოც მას ოლიმპიელი ზევსის სვეტებსაც უწოდებენ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები