ორეოდოქსა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:11, 2 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ორეოდოქსა (ლათ. Oreodoxa oleracea, Roystonea oleracea), პალმის სახეობა, რომლის სიმაღლე 40 მეტრს აღწევს, ფრთისებრი ფოთლების სიგრძე 8 მ-მდეა. ველურად იზრდება ანტილის კუნძულებზე და ჰონდურასში; კულტივირებულია ტროპიკულ ქვეყნებში. გამოიყენება, როგორც დეკორატიული მცენარე, საშენი მასალა, ახალგაზრდა ყლორტები – საკვებად, ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად და სხვ.