ორთოკლაზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:20, 2 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ორთოკლაზი − (ბერძ. orthós პირდაპირი, სწორი და klasis გარდატეხა), სილიკატების კლასის მინდვრის შპატების ჯგუფის მინერალი;
ქიმიური ფორმულა KАlSi3О8. მინარევები: Na, Bа, Fe, Cа, Rb, Cs. კრისტალებს პრიზმის ფორმა აქვს. ფერი – მურა-ყვითელი ან ვარდისფერი. ელვარებს მინისებურად. სიმკვრივე – 2550-2580 კგ/მ3. მაგმური ქანების ერთ-ერთი ძირითადი ქანთმაშენი მინერალი. გვხვდება აგრეთვე პეგმატიტურ ძარღვებსა და მეტამორფულ ქანებში. იყენებენ კერამიკულ და მინის მრეწველობაში.