მასვერკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:17, 5 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მასვერკი – (გერმ. Maßwerk აჟურული ორნამენტი გუთურ არქიტექტურაში, რომლის ყველა ელემენტი აგებულია ცირკულის მეშვეობით. შედგება სამ- ან ოთხფოთლიანი ფიგურების, წრეებისა და მათი ფრაგმენტებისაგან. სრულდება ღრმა რელიეფის სახით ხის ან ქვის კონსტრუქციის ზედაპირზე. გოტიკურ არქიტექტურაში გვხვდება ფანჯრებისა და ბალიუსტრადების გაფორმებისას, აგრეთვე ავეჯის წარმოებაში.