ბეთლემი (გამოქვაბული)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბეთლემი – გამოქვაბული ხევში, გერგეტის მთაში, სადაც მხოლოდ ჩამოშვებული ჯაჭვის მეშვეობით შეიძლებოდა ასვლა, თორემ ყოველმხრივ მიუდგომელი იყო. თქმულების თანახმად, იქ დგას უფლის აკვანი, აღმართულია აბრაამის კარავი, უსვეტოდ და უსაბელოდ, იქ არის ქრისტეს ბაგა და სხვა საკვირველი საგნები, რომელთა შესახებ ანდრეზი არაფერს ამბობს. იოსებ მეხევეს შეუღწევია ამ მიუდგომელ გამოქვაბულში, უნახავს ეს საკვირველებანი, კარვის ნაგლეჯი და ქრისტეს ბაგის ნაწილი წამოუღია იქიდან და მეფე ერეკლესთვის ძღვნად მიურთმევია.