სპარსული ორნამენტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:25, 19 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სპარსული ორნამენტი − ორნამენტი, რომელსაც ახასათებდა განსაკუთრებული გამომგონებლობა და ფერების სიმდიდრე (უმეტესად ლურჯი და მწვანე). მასში ჩაქსოვილია ფანტასტიკური ცხოველების, რომბისებრი თევზების, წყლის წვეთის მსგავსი ნაყოფის, ყვავილების, ფოთლების გამოსახულებები. სპარსულ ორნამენტში იგრძნობა აღმოსავლეთის (არაბული, ინდური, ბიზანტიური) მხატვრული კულტურის გავლენა, თუმცა მკვეთრად განსხვავდება მათგან. საქვეყნოდ ცნობილია სპარსული ორნამენტებით შემკული სპარსული ხალიჩები.