უკრაინული ორნამენტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:31, 19 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
უკრაინული ორნამენტი − ორნამენტის სახეობა, რომლის ნახჭი შედგება ყვავილებისა და გეომეტრიული ფიგურების ერთობლიობისაგან. იგი დაკავშირებულია სლავურ მითოლოგიასთან. რომბი არის მოსავლიანობის სიმბოლო, კვადრატი ნიშნავს წესრიგსა და ჰარმონიას, სპირალი აერთიანებს ორ სიმბოლოს – წყალსა და დროის სვლას, სამკუთხედი წმინდა სამებაა, რვაკუთხა ვარსკვლავი – ქალისა და მამაკაცის შეერთება, ჯვარი – დაცვა ბნელი ძალებისაგან, ხოლო მცენარის ყვავილები, ტოტები და ფოთლები წარმოადგეს სიწმინდესა და გვარის აყვავებას.