ვიტრუვიუსის ტალღა (ორნამენტი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:16, 19 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვიტრუვიუსის ტალღა − (ინგლ. ornamental motif „vitruvian scroll (running dog)”] – მდიდრულად დეკორირებული ორნამენტული მოტივი, რომელიც შედგება ურთიერთდაკავშირებული, S-ის მსგავსი განმეორებადი დახრილი ფიგურების რიგისგან. წარმოიშვა ძველი რომის არქიტექტურაში. სახელი ეწოდა რომაელი არქიტექტორის, ინჟინრისა და მწერლის, მარკუს ვიტრუვიუს პოლიონის (ცხოვრობდა ძვ. წ. I საუკუნეში) სახელის მიხედვით. ცნობილია ასევე ვიტრუვიუსის გრაგნილის, ტალღისებრი გრაგნილისა და მორბენალი ძაღლის სახელით.