პალმეტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:37, 21 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პალმეტა – (ფრანგ. palmette პატარა პალმა) ფერწერული ან სკულპტურული არქიტექტურული სამკაული, რომელსაც საფუძვლად უდევს მცენარის (ჩვეულებრივ პალმის) ფოთლის სტილიზებული გამოსახულება სავარაუდოდ, პალმეტა ძველი ეგვიპტის არქიტექტურაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2500 წლით ადრე გაჩნდა, საიდანაც ძველ საბერძნეთში გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ ძველ ბერძნულ და ძველ რომაულ არქიტექტურაში პალმეტა ცნობილი იყო, როგორც ანთემიონი. მოგვიანებით პალმეტა ფართოდ იყო გამოყენებული წინა აზიის ქვეყნებისა და ევროპის არქიტექტურაში.