პანელური ბინათმშენებლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:18, 21 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პანელური ბინათმშენებლობა

პანელური ბინათმშენებლობამშენებლობის სახე, რომელიც დაფუძნებულია ქარხნული წარმოების დიდგაბარიტიანი პანელების გამოყენებაზე საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და ადმინისტრაციული შენობების ასაგებად.

პანელური ბინათმშენებლობა ეფექტურია მაშინ, როცა ხდება საცხოვრებელი მასივების განაშენიანება ტიპური კორპუსებით, ახლოს არის პანელების დამამზადებელი ქარხანა და მისასვლელი გზები პასუხობს საჭირო ტექნიკურ მოთხოვნებს. ასეთი მშენებლობის უპირატესობებია: მონტაჟის სისწრაფე, მზა კონსტრუქციების მოპირკეთების მაღალი ხარისხი, ახალი საშენი მასალებისა და ტექნოლოგიების დანერგვა, დაბალი შრომატევადობა, ღირებულება და სხვ. თანამედროვე პირობებში პანელური სახლების აგების სახეებს შეადგენს კარკასულ-პანელური და მსხვილპანელური, რომელთა მონტაჟი მიმდინარეობს ისევე, როგორც ინდივიდუალური ასაწყობი რკინაბეტონის კონსტრუქციების.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები