ძელქვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:50, 21 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Zelqva1.PNG

ძელქვა - Zelkova carpinifolia (Pall.) K. Koch

კახ. – ალუხი, ავლუხი, მეგრ. – ძერქვა

ძელქვა თელისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. საქართველოში იზრდება უმთავრესად კახეთის, იმერეთის და სამეგრელოს ბარში. ძალიან ცოტაღაა დარჩენილი და ძირითადად გვხდება მუხნარში და დაცულ ეზოებსა და ბაღებში. სიმაღლეში ძელქვა აღწევს 25-40 მ-ს, სიგანეში — 1.5 მ-ს. სწრაფად იზრდება, ცოცხლობს სამას წლამდე. ქერქი ძირითადად რუხია, ალაგ-ალაგ შავი ლაქებით. ეს ადგილები რომ მოსცილდება, გამოჩნდება ჟანგისფერი ფენა. ზოგ შემთხვევაში მთელი დრო ჩოფურა ჟანგისფერია. ფოთოლი მოკლეყუნწიანია, ზოგჯერ მჯდომარე, ღრმად ხერხისებრ დაკბილული.

ყვავილი მურა ფერისაა, ოდნავ შებუსვილი. ყვავილობს მარტში. ნაყოფი უთანაბრო გვერდებიანი კაკალია, ვითარდება სექტემბერ-ოქტომბერში.


წყარო

ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები