პატარა ონის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პატარა ონის ეკლესია

პატარა ონის ეკლესია – (ინგლ. Little Oni Church), XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, პატარა ონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. მდებარე-ობს ქვემო რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარა ონში. ბაზილიკური ტი-პის ერთნავიანი შენობა (8,2x7,4 მ) ნაგებია ქვითკირით. აქვს ორი კარი – სამხრეთით და და-სავლეთით, რომელთა თავზე თითო ვიწრო სარკმელია განთავსებუ-ლი. დასავლეთის კარის თავზე ჩაშენებულია ამავე სოფლის რაკეთის ეკლესიის დასავლეთი კარიბჭიდან გადმოტანილი ქვა ძველი ქართუ-ლი ჩუქურთმითა და ასომთავრული წარწერით (სურ. 2. ასომთავ-რული წარწერა), რომელშიც ნახსენებია კახა ერისთავი და დედოფალი დალიდა (ისტორიკოს გ. ბოჭორიძის აზრით, შესაძლებელია კახა ერი-სთავი რაჭის ერისთავთა – კახაბერთა წინაპარი იყოს). ბაზილიკა დამ-შვენებული ყოფილა ორნამენტებით, რომელთა ნაწილია შემორჩენი-ლი (სურ. 3. ჩუქურთმა). XX საუკუნის ბოლოს პატარა ონის წმინდა გიორგის ეკლესია სოფლის ძალისხმევითა და თანადგომით აღდგენი-ლი იქნა დღევანდელი სახით და კეთილად ემსახურება ამ სოფლის მართლმადიდებელ მრევლს.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები