პენეკრიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:19, 22 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პენეკრიტი – ჰიდროსაიზოლაციო მასალა, რუხი ფერის მშრალი ნარევი. შედგება სპეციალური ცემენტის განსაზღვრული გრანულომეტრიის კვარცის ქვიშისა და დაპატენტებული ქიმიური დანამატებისგან. მოიხმარება რკინაბეტონის კონსტრუქციების გადაბმის ადგილებში, ნაკერებში, ნაპრალებში. აქვს კარგი ადჰეზია ბეტონთან, აგურთან, ბუნებრივ ქვებთან. გამოიყენება მხოლოდ პენეტრონთან ერთად.