პერლონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:53, 22 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პერლონი – კაპრონის ტიპის ჰეტეროჯაჭვური სინთეზური ბოჭკო – კაპროლაქტამის პოლიმერიზაციის პროდუქტი. გამოდის გერმანიაში ჩვეულებრივი მაღალი სიმტკიცის ფილამენტური ძაფის და მონობოჭკოს სახით. მისი დასახელება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა: კაპრონი (რუსეთის ფედერაცია, საქართველო), ნაილონი (აშშ), სილონი (ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთის რესპუბლიკა), სტილონი (პოლონეთის რესპუბლიკა), ენკალონი (ნიდერლანდების სამეფო) და სხვ.