ცემენტ-ქვიშის კრამიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:43, 22 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ცემენტ-ქვიშის კრამიტი − კრამიტის სახეობა დამზადებული შეღებილი დუღაბის დაწნეხვით. ნარევი შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან: პორტლანდცემენტი, კვარცის ქვიშა, ტუტემედეგი პიგმენტი და წყალი. მოცულობითი შეღებვა კრამიტს უნარჩუნებს ფერს მთელი ექსპლუატაციის პროცესში. კრამიტის ყველაზე გავრცელებული შეფერილობაა გამომწვარი თიხის აგურის ფერი (ტერაკოტა), წითელი ოხრის და ყავის ელფერით.