რაციონალიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რაციონალიზმი - (ლათ.) ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც ჭეშმარიტი ცოდნის ერთადერთ წყაროდ გონებას მიიჩნევს. იგი ზოგადად აღნიშნავს ნებისმიერ მოძღვრებას, რომელიც გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის გონებრივ უნარს, ან ესწრაფვის გამორიცხოს ღვთაებრივი გამოცხადება, ანდა მისი მნიშვნელობა მინიმუმამდე დაიყვანოს. თეოლოგიის ისტორიაში ტერმინი აღნიშნავს მიმდინარეობას, რომლის თანახმად ღირებულება რწმენის ისეთ ჭეშმარიტებას აქვს, რომელთა წვდომა გონებითაა შესაძლებელი. ეს ანტიდოგმატიკური რაციონალიზმი დაგმო პაპმა პიუს IX-მ , რომელსაც მხარი დაუჭირა ვატიკანის I-მა კრებამ 1864 წელს.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.