წყალნაწყენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:09, 23 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წყალნაწყენი

წყალნაწყენი – (Epilobium hirsutum L.); ოჯახი: წყალნაწყენისებრნი (Onagraceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროს სიმაღლე 150 სმ-მდეა, სწორი, ზეაღმართული ტოტებით. ღერო ქვდა ნაწილში ოდნავ წიბოებიანია და გაფარჩხული ბეწვით არის შებუსული ან შიშველი. ფოთლები მჯდომარეა, ვიწრო-ლანცეტა ფორმის, იშვიათად – კვერცხისებური, შიშველი, მონაცრისფრო, ქეჩის მაგვარი, კიდედაკბილული. გვირგვინის ფურცლები ღია მეწამულია ან წითელი. ყვ. ნაყ. VI-VIII. კახეთში გავრცელებულია მდინარეთა, რუების ნაპირებზე, ჭაობებში, სარწყავ არხებში, მთის ქვედა და შუა სარტყლებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია შესაბამის ბიოტოპებში ყველგან. ცნობილია მთელ საქართველოში.







წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები