ჭყორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:21, 23 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჭყორი - (Ilex colchica Pojark.); ოჯახი: ბაძგისებრნი (Aquifoliaceae). მარადმწვანე ბუჩქი ან პატარა ზომის ხეა, სიმაღლე – 2-6 მ. ღერო ძირიდანვე დატოტვილია. ფოთლები ფორმით ვიწრო-ლანცეტადან კვერცხისებურ-ელიფსურამდე ცვალებადობს. კიდეებამოკვეთილია, თითო გვერდზე 3-9 კბილი ან ნაკვთია. ფოთლები მუქი მწვანეა, ტყავისებური. ყვავილედი იღლიური ქოლგა ან მტევანია. გვირგვინი პატარაა და მომწვანო, თითქმის ბორბლისებური. ყვ. IV-V; ნაყ. VI-VIII. შერეულფოთლოვანი და მუქწიწვოვანი ტყეების, ასევე სუბალპური სარტყლის მცენარეა. ზოგჯერ ქვეტყეში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. კოლხური ფლორის რელიქტია. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალში, უთხოვართან, ასევე წიფლნარ და რცხილნარ ტყეებში.