Anemone ranunculoides L
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:34, 23 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
Anemone ranunculoides L. – ოჯახი: ბაიასებრნი (Ranunculaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მცენარეს აქვს ხორკლიანი, მცოცავი ფესურა. ღერო არის წვრილი ერთი ფესვთანური ფოთლით. საბურველის ფოთლები მოკლე-ყუნწიანია, მოხაზულობით ლანცეტა ან ხაზურ-ლანცეტა. ორად ან სამად დაყოფილი, წაწვეტებული შუა ნაკვთით ან ხუთად განკვეთილი. ყვავილი ყვითელია, მარტოული ან 2-5 მარტივ ქოლგად შეკრებილი. ყვავილსაფრის ფოთლები ელიფსური ან კვერცხისებურია. ყვ. ნაყ. IV-V. კახეთის ტყეებში ფართოდაა გავრცელებული – დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე. ნახვა შესაძლებელია მდინარე ალაზნის ჭალის ტყეში, ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალში. საქართველოში ცნობილია თითქმის ყველგან.