Campanula trautvetteri Grossch. Ex. Fed
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:36, 23 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
Campanula trautvetteri Grossch. Ex. Fed. - Campanula glomerata subsp. Caucasica [Trautv.] Ogan. ოჯახი: მაჩიტასებრნი (Campanulaceae). ღერო აღმავალია, 10-60 სმ სიმაღლის, შიშველი ან მცირედ შებუსული. ფესვთანური ფოთლები კვერცხისებურია ან ელიფსური, გრძელყუნწიანი. ღეროსეული ფოთლები უფრო პატარაა, მოკლეყუნწიანი ან მჯდომარე. სულ ზედა ფოთლები თავაკისებური ყვავილედის საბურველს ქმნის. ყვავილები 2-4 სმ სიგრძისაა, მუქი იისფერი. ყვ. ნაყ. VI-VIII. ძირითადად, მაღალმთის მცენარეა. იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყლებში, მდელოებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე, სოფლების – შენაქოსა და ომალოს – მიდამოებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში.