Nonea lutea
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:42, 23 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
Nonea lutea (Desr.) DC. - ოჯახი: ლაშქარასებრნი (Broaginaceae). ორ ან ერთწლიანი მცენარეა, შებუსულია, გაფარჩხული ბეწვით. ღერო აღმავალია ან სწორი. სიმაღლე – 14-40 სმ. მარტივი ან დატოტვილი. ფოთლები მოგრძო-ლანცეტა ფორმისაა. ქვედა ფოთლები ყუნწად არის შევიწროებული, ხოლო ზედა ფოთლები მჯდომარეა, კიდემთლიანი ან კიდედაკბილული. ყვავილედი ცალმხრივია. გვირგვინი ლიმონისფერ-ყვითელია. ყვ. ნაყ. III-V. მცენარე იზრდება ველებსა და ქვიან ფერდობებზე, კლდოვან ადგილებში. მისი ნახვა შესაძლებელია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე. გაერცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში.