Onosma teniuflora Willd
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:44, 23 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
Onosma teniuflora Willd. - ოჯახი: ლაშქარასებრნი (Boraginaceae). 10-30 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სქლად შებუსული. ღერო მარტივია ან ნაკლებად დატოტვილი, წამოწეული ან აღმავალი. ხშირად მონაცრისფრო ფერის. ქვედა ფოთლები ხაზურ-ნიჩბისებური ფორმისაა, ზედა ფოთლები ხაზურია. ჯამის ფოთლებიც ხაზურია და სქლად შებუსული. გვირგვინი მოყვითალოა და ცილინდრული ფორმის. ყვ. IV; ნაყ. VII. მცენარე იზრდება ქვიან ფერდობებსა და კლდეებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია გარეჯის მიდამოებში. გავრცელებულია, ძირითადად, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში.