ალი-ფაშა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:56, 29 მარტი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ალი-ფაშა - ქართული ხალხური (გურული) სიმღერა.
იგი პოლიფონიური საგუნდო შემოქმედების კლასიკური ნიმუშია, ფართოდ განვითარებული მელოდიით, მდიდარი რიტმით, სამივე ხმის კონტრაპუნქტული მოძრაობის რთული ტექნიკით. სიმღერაში ასახულია ალი-ფაშას (თავდგირიძის) ღალატის ამბავი, 1877-78 რუსეთ-ოსმალეთის ომის ერთი ეპიზოდი.
ალი-ფაშა რეალური პიროვნება იყო. ყირიმის ომის შემდეგ ქობულეთის ფაშობა მიიღო და ოსმალეთის მხარეს იბრძოდა. სიმღერის ტექსტს ერთი ვარიანტი არ გააჩნია, ზოგიერთ ტექსტში შეცვლილია ისტორიული ფაქტები.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")