ორგანული მინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ორგანული მინა

ორგანული მინა – (პოლიმეთილმეტაკრილატი, პლექსიგლასი, აკრიმა, კარბოგლასი, ნოვატრო, პლექსიმა, ლიმაკრილი, პლაზკრილი, აკრილეკსი, აკრილაიტი, აკრილპლასტი, აკრილის მინა, აკრილი, მეთაპლექსი), კონსტრუქციული პლასტმასი, რომელიც მთლიანად შედგება თერმოპლასტიკური პოლიმეთილმეტაკრილატის ფისისაგან დანამატების გარეშე.

ის გამჭვირველე მსუბუქი მასალაა სიმკვრივით 1180-1190 კგ/მ3, სინათლის სხივგამტარობით – 90%, ულტრაიისფერი მზის სხივების გატარებით – 75%.

ქიმიური ფორმულა – (C5O2H8)n.
დნობის ტემპერატურა – 160°C;
დუღილის ტემპერატურა 200°C;
აალების ტემპერატურა – 260°C;
დრეკადობის მოდული – 3000 მპა;
სიმტკიცის ზღვარი გაჭიმვაზე – 70 მპა;
ფარდობითი წაგრძელება – 4-5%;
ექსპლუატაციის მაქსიმალური ტემპერატურა 80°C.

ადვილი დასამუშავებელია, წებვადია და კარგად დუღდება. აქვს მაღალი სიმტკიცე ღუნვაზე (10 მპა), სიმაგრის, სიხისტისა და თბომედეგობის დაბალი მაჩვენებლები. თბომედეგობის ასამაღლებლად უმატებენ ფოტო- და თერმომასტაბილიზებელ დანამატებს. თუ ორგანული მინისაგან დამზადებულ კონსტრუქციას მუშაობა უხდება ტენიან ან ცხელ (40-50°C) გარემოში, მაშინ მასალის საანგარიშო მახასიათებლები მცირდება 20-25%-ით. ფანჯრის ჩვეულებრივ (სილიკატურ) მინასთან შედარებით ორგანული მინა არ არის მსხვრევადი. მშენებლობაში წარმატებით გამოიყენება გადახურვებში, საკედლე პანელებში, ისეთი სათავსების ასაგებად, სადაც საჭიროა გამაჯანსაღებელი მიკროკლიმატის შექმნა (მზის აბაზანების მისაღები, სათავსები სანატორიუმებში, სასტუმროებსა და დასასვენებელ სახლებში და სხვ.), ხოლო ფორმის მიღების სიმარტივე და ნორმალური თბომედეგობა საშუალებას იძლევა მისგან დავამზადოთ გადახურვის მრუდი მოხაზულობის კონსტრუქციები (თაღები, კამარები, გარსები, შუქფარნები და სხვ.). გამოიყენება, აგრეთვე, საკონტაქტე ლინზების, შუქის ფლუორესცენციური გამბნევების, სატრანსპორტო საშუალებების უკანა მაშუქების, კალათბურთის ფარების, აკრილური საღებავების დასამზადებლად და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები