პოლიაკრილნიტრილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:28, 26 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პოლიაკრილნიტრილი – სინთეზური პოლიმერი, თეთრი მაგარი ნივთიერება, სიმკვრივე – 1140-1150 კგ/მ3. მდგრადია გამხსნელების, ცხიმების მიმართ, არ იცვლის თვისებებს ატმოსფერულ პირობებში. გამოიყენება პოლიაკრილნიტრილის ბოჭკოს დასამზადებლად, რომელსაც წარმატებით მოიხმარენ კომპოზიტური მასალების წარმოებაში.