პრესფხვნილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:59, 27 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პრესფხვნილი – ფხვნილისებრი ან გრანულირებული რეაქტოპლასტები, რომლებსაც იყენებენ პრესფორმებში ნედლეულად პლასტმასის ნაკეთობების დასამზადებლად (საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშოები, ხელოვნური ქვის ფილების ჩამოსასხმელი ფორმები, ავტომობილის ნაწილები და სხვ.).