პროლუვიუმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:04, 27 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პროლუვიუმი – ფლუვიალური ჯგუფის კონტინენტური დანალექი ქანების ერთ-ერთი გენეტიკური ტიპი, რომელიც ხასიათდება მონატეხი მასალის ცუდი დახარისხებითა და მცირე სიმრგვალით. ფორმირდება დროებითი და ნათლად გამოხატული ცვალებადი რეჟიმის მქონე ნაკადების ზემოქმედებით, ღვარცოფული ნაკადების ჩათვლით.
პროლუვიუმი მონაწილეობს მდინარის ტერასების ჩამოყალიბების პროცესში, ქმნის გამოტანის კონუსებსა და პროლუვიალურ შლეიფებს. პროლუვიალური გამოტანის კონუსებში, მათი წვეროდან ძირის მიმართულებით, მონატეხი მასალის გრანულომეტრიული შემადგენლობა იცვლება წვრილმარცვლოვანი შევსების მქონე ღორღიდან მტვრისებრ-თიხნარ ნარიყამდე.